26 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მიხაელ როთი ტოტალიზატორების ბიზნესში კონსულტანტად იწყებს მუშაობას

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ტოტალიზატორების ბიზნესში კონსულტანტად იწყებს მუშაობას. ინფორმაციას "თი - ონლაინი" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ როთი ბუნდესთაგში თითქმის 27 წლის განმავლობაში საქმიანობდა, ოქტომბრიდან კი გერმანიის ლატარიის და ტოტალიზატორების ასოციაციას გაუწევს კონსულტაციას.

ჟურნალისტი და აქტივისტი ალმუტ როხოვანსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ როთმა, ბუნდესტაგში ადგილი მას შემდეგ დაკარგა, რაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. 

დღის ამბები