20 აგვისტო 2026,   16:09
ვრცლად
"ნიჭიერის" ფინალისტების ვინაობა ცნობილია - ყველაზე სახალხო შოუს მოსაგებად 9 ფინალისტი იბრძოლებს

ფინალისტების ვინაობა ცნობილია - "ნიჭიერის" მეთერთმეტე სეზონზე, ყველაზე სახალხო შოუს მოსაგებად 9 ფინალისტი იბრძოლებს. ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი, გამორჩეული მონაწილეები მაყურებელმა და ჟიურიმ შეარჩია. ქართულ ტელესივრცეში პირველად, ერთ ფინალში ორი ბინა გათამაშდება.

"ნიჭიერი" პირველად 15 წლის წინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა და მას შემდეგ პროექტმა ასობით ნიჭიერი აღმოაჩინა. სწორედ ამ გადაცემის საშუალებით, არაერთხელ დამტკიცდა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.

პირველად "ნიჭიერის" სცენაზე ვნახეთ რამდენიმეტონიანი ტრანსპორტი, რომელიც ერთმა ადამიანმა გასწია, ეტლში ჯდომით შესრულებული ტანგო, ქვიშით გადმოცემული ისტორიები, მეტყველებისა და სმენის გარეშე შექმნილი ხელოვნება, ტრაქტორით ჩოგბურთის თამაში, უმაღლესი დონის სიმღერა, ცეკვა და აქ ვნახეთ, რომ შესაძლებელია, რეანიმაციიდან პირდაპირ დიდ სცენაზე მოხვდე და შენი ნიჭით მთელ ქვეყანას თავი შეაყვარო.

დღის ამბები