26 აგვისტო 2026,   14:12
ვრცლად
"როდესაც ევროპული ორგანიზაციები მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებს არ გმობენ, ისინი პირდაპირ ან ირიბად ახალისებენ ძალადობრივ ქმედებებს" - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ყველაზე მსხვილი და ცნობილი ევროპული ფონდის ID-ის ფულით ფინანსდება "ის მავნებელი ენჯეო ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას და ზიზღის დათესვას".

მისი განმარტებით, როდესაც ეს ორგანიზაციები მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებს არ გმობენ, ისინი პირდაპირ ან ირიბად ახალისებენ ძალადობრივ ქმედებებს.

"ყველაზე მსხვილი და ცნობილი ევროპული ფონდის ID-ის ფულით ფინანსდება იმ მავნებელი ენჯეო ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას და ზიზღის დათესვას. რატომ არ იღებენ ისინი ხმას, მაშინ როდესაც მათივე დაფინანსებული ენჯეოები ქმნიან ისეთ საიტს, რომელიც მაგალითად არის Mona.ge, რატომ აიღებენ ხმას მათივე დაფინანსებული ენჯეოები, რომლებიც აწარმოებენ კამპანიას, რომ ლაზარე არის გმირი და რომანტიზება უნდა გაუკეთონ მოლოტოვის კოქტეილს, რომელიც აშშ-ში შიდა ტერორიზმად აღიარეს და მოიხსენიეს. რატომ არ ერთვებიან ისინი განცხადებებით რატომ არ გმობენ, როდესაც მათივე დაფინანსებული ენჯეოები აცხადებენ, რომ უნდა მიუვარდნენ დეპუტატების ოჯახის წევრებს და უნდა დააბულინგონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის პირდაპირ თუ ირიბი წახალისება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები