11 აგვისტო 2026,   22:41
ვრცლად
კადეტთა საერთაშორისო კვირეული დასრულდა

კადეტთა საერთაშორისო კვირეული დასრულდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კადეტებს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

მონაწილეებს სხვადასხვა სახის აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ღონისძიება, საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საქართველოს უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.

დღის ამბები