26 აგვისტო 2026,   15:18
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერაზეც არის საუბარი

"დიდი შვიდეულის" წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერაზეც არის საუბარი. განცხადებას ხელს აწერენ აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ტექსტში წერია, რომ "დიდი შვიდეულის" წევრებმა მოიწონეს უკრაინის მზადყოფნა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც, გაეროს ქარტიის შესაბამისად, აუცილებელი ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად.

დღის ამბები