მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
ავტოტრანსპორტის განვლადობის შესანარჩუნებლად, გაწმენდითი სამუშაოები, შესაბამისი სპეც-ტექნიკის საშუალებით, ყველა საჭირო ლოკაციაზე გაგრძელდება.