ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი აცხადებს, რომ ევროკავშირი პატივს არ სცემს სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შანტაჟს არ ერიდება.
"რატომ ისწრაფვის ასე ევროკავშირი, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს? ევროკავშირს არ სურს სუვერენული სახელმწიფოები. თუ ქვეყანა იცავს თავის ინტერესებს, ნაცვლად იმისა, რომ დაემორჩილოს ევროკავშირის დიქტატებს, ის ხდება ევროკავშირის ჩარევისა და შანტაჟის სამიზნე", - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.