მექსიკაში, ტაბასკოს შტატში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტობუსი კანკუნიდან ტაბასკოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ავტობუსი სრულად დაიწვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსში 48 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 38 მგზავრი და ორი მძღოლი, გარდაცვლილებს შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლიც არის.
საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.