23 ივნისი 2026,   01:03
ვრცლად
გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"იქ ეტენება, სადაც მისი ადგილი არ არის" - "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს აკრიტიკებს.

აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ჟორჟოლიანს არ გააჩნია ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა, ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და თავისი ქმედებებით "ნაციონალურ მოძრაობას" კრიზისს მხოლოდ ამწვავებს, მისი მიზანი კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო ნარატივის გავრცელებაა.

"ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური ანალიზი არის მეასე ხარისხოვანი, იმიტომ რომ არ აქვს არაფრის ცოდნა აზრზე არ არის რას ლაპარაკობს.
ერთი იცის რომ მიშას რაც ესიამოვნება ის უნდა ილაპარაკოს - ეს საქმე არ იცის, პოლიტიკური სისტემები არ უსწავლია, ვერ ხვდება რას ნიშნავს ალიანსი, ამბიცია აქვს უბრალოდ.

გოიმობაზე როცა ვლაპარაკობთ, გოიმობა რა არის?! გოიმობა არის, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის.

მისი პრობლემა ის არის, რომ ამ საქმეზე არაფერი არ უსწავლია, არ იცის როგორ მუშაობს ავტოკრატია, როგორ მუშაობს დემოკრატია. არ ვიცი რა კრიზის მენეჯერია, ჯერჯერობით კრიზისს მხოლოდ ურთულებს "ნაცმოძრაობას". არ არის მისი პერსონა ჩემთვის საინტერესო.” - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღის ამბები