კრიზისი და ღია დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ფაზაში შედის. ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ მის მიერვე წარდგენილ საკუთარ რჩეულსაც დაუპირისპირდა. საჯარო კრიტიკის ფონზე, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა, მათ შორის, შიდა დემოკრატიის არარსებობაზე. თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე, თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ანა წითლიძეც ერთვება. პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით ისევ კრიტიკა ისმის კოლეგა პარტიებისგანაც.
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას თქმით კი, "ნაციონალური მოძრაობის" შიდა საკითხებზე ლაპარაკი დაასრულა.
"ნაციონალური მოძრაობის" შიდა საკითხებზე ლაპარაკი დავასრულე. [პოსტი] დავწერე იმიტომ, რომ დავასრულო ამაზე ყველანაირი კომენტარი. როცა კითხვებს მისვამთ, არც ვპასუხობ, იმიტომ, რომ სხვა პარტიაში მიმდინარე საკითხები არ მაინტერესებს, მაგრამ როცა არის თავდასხმები პასუხის გაცემა მიწევს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.