მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების განაცხადები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა ახლა, მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნის შემდეგ, შესაძლოა ამ ორმა კანდიდატმა ქვეყანამ სხვადასხვა გზით გააგრძელოს სვლა. წერს EURONEWS-ი.
ევროკავშირმა მოამზადა ნიადაგი მოლდოვის გაწევრიანების პროცესის უკრაინისგან გამოსაყოფად, მას შემდეგ რაც კანდიდატებისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა.
როგორც მედია წერს, ეს ორი ქვეყანა არაფორმალურად დაწყვილებული იყო უკრაინაში რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან, რამაც ბიძგი მისცა მათ მიყოლებით წარდგენილ განაცხადებს წევრობაზე.
მას შემდეგ, საუბრებში მუდმივად ფიგურირებდა კითხვა, თუ როდის განცალკევდებოდა კიშინიოვის გზა კიევისგან. თუმცა, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოლოდინის რეჟიმში მარტო დატოვების იმიჯი პრობლემური აღმოჩნდა და პრაქტიკაში ეს დუეტი ერთიანობას ინარჩუნებდა.
ბრიუსელში გამართულ სამიტის დასასრულს, ბლოკის ხელმძღვანელობამ მიანიშნა, რომ მათი განცალკევება შესაძლოა მალე გარდაუვალი გახდეს.
“მას შემდეგ, რაც პირველი კლასტერი გაიხსნება, თითოეული კანდიდატი ქვეყანა თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, რადგან მათ სხვადასხვა რეფორმების გატარება უწევთ, იმისდა მიხედვით, თუ რომელ კანდიდატ ქვეყანაზე ვსაუბრობთ“, -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.