23 ივნისი 2026,   17:22
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს დამოუკიდებელი შეიარაღება სჭირდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანას "დამოუკიდებელი შეიარაღება" სჭირდება, რადგან აშშ-ის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების ვადა 2028 წელს იწურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მე მინდა დამოუკიდებლობა შეიარაღების ინდუსტრიაში. მე ღრმად ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც მივიღეთ და რომელიც, ასევე მოვიპოვე წლების განმავლობაში ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან. დღეს მე ვამბობ: ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი, საკუთარი, დამოუკიდებელი შეიარაღების სისტემა. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი, საკუთარი იარაღი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, სექტემბერში ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელი "ერთგვარი იზოლაციის" წინაშე დგას, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და თქვა, რომ ისრაელი განავითარებს საკუთარ იარაღის ინდუსტრიას და გახდება "ათენი და სუპერ-სპარტა ერთად აღებული".

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ხელმოწერილი 10-წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი, ყოველწლიურად, შეერთებული შტატებისგან 3.8 მილიარდ დოლარს იღებს სამხედრო დახმარების სახით და ის ვალდებულია ამ თანხის დიდი ნაწილი ამერიკელ იარაღის მწარმოებლებთან დახარჯოს.

დღის ამბები