"დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის გამწვავება კიდევ უფრო წინ არის, რაც მეტად მოახლოვდება მათი შიდა არჩევნები. დღეს პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან და დარწმუნებული ვარ და არც იქნება გამორიცხული, რომ საბოლოოდ ნანუკა ჟორჟოლიანიც არ იყოს მათი პარტიის თავმჯდომარე", - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისივე თქმით, არ უკვირს ის პროცესები, რაც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" ვითარდება.
"პოლიტიკური პროცესები, დღევანდელ დღეს რაც მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობაში", აბსოლუტურად არ არის ჩვენთვის გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს პროცესები მიმდინარეობდა ყოველთვის, ყოველთვის იყო ამ პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან და მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ჯერ აღმაშენებლად გვევლინებოდა, მერე ტარას ბულბად მოგვევლინა და ახლა საერთოდ, ნელსონ მანდელობა დაიბრალა და სულ უფრო და უფრო შორდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და საზღვრებს. არ ვიცი, იაროს ჩვენი ქვეყნის გარეთ და რას მიიღებს, ვნახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის გამწვავება კიდევ უფრო წინ არის, რაც მეტად მოახლოვდება მათი შიდა არჩევნები. დღეს პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან და დარწმუნებული ვარ და არც იქნება გამორიცხული, რომ საბოლოოდ ნანუკა ჟორჟოლიანიც არ იყოს მათი პარტიის თავმჯდომარე," - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.