27 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
"დაველოდოთ დღევანდელ ინაუგურაციას და დაველოდოთ საქართველო-ამერიკის პოლიტიკის გადახედვას" - ლადო ბოჟაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციური სპექტრის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.

ლადო ბოჟაძის თქმით, ოპოზიცია ტრამპს აბრალებდა, რომ წინა ჯერზე ის რუსეთის დახმარებით გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და შტატების ისტორიაში ის ყველაზე პრორუსი პრეზიდენტი იყო, ხოლო ახლა, როცა ტრაპი მეორედ აირჩიეს ქვეყნის მმართველად, ოპოზიციამ რიტორიკა მკვეთრად შეცვალა.

"ყველას გვახსოვს რა შეფასებები ჰქონდა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილს და ყველას ტრამპის პირველ არჩევასთან დაკავშირებით. როგორი პოზიციები ჰქონდათ მისი დამარცხების დროს, 2020 წელს. ერთის მხრივ, აბრალებდნენ, რომ ის რუსეთის დახმარებით გახდა ამერიკის პრეზიდენტი 2016 წელს და რომ ყველაზე რუსული პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტი იყო ისტორიაში - ახლა, როცა აქებ და დაგავიწყდა რას ამბობდი მასზე, ეს არის სრულიად მიუღებელი.

ეს დამოკიდებულება ყველამ ძალიან კარგად იცის, ყველას კარგად ახსოვს, არავის აქვს მოკლე მეხსიერება, როგორც ოპოზიციონერებს და მათ მხარდამჭერებს აქვთ ხოლმე.

დაველოდოთ დღევანდელ ინაუგურაციას და დაველოდოთ რეალურად საქართველო - ამერიკის პოლიტიკის გადახედვას", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები