26 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
რასაც ჩვენ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უკვე მტკიცდება მთელს მსოფლიოში, ევროპაშიც და ამერიკაშიც - გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რასაც ისინი 2 წლის განმავლობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, უკვე მტკიცდება მთელს მსოფლიოში - ევროპაშიც და ამერიკაშიც.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის გადატვირთვა არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ სხვა საკითხებზეც იქნება.

"ის, რასაც ჩვენ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უკვე მტკიცდება მთელს მსოფლიოში - ევროპაშიც და ამერიკაშიც. იცით, რომ უკვე პრაქტიკულად არსებულმა პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას და იმის ცოდნას, ამერიკის მთავრობამ სად წაიღო ენჯეოებში ეს ფული. ზუსტად ამას ვამბობდით, როდესაც მივიღეთ "გამჭვირვალობის კანონი". შესაბამისად, ეს იქნება თავსებადი პრინციპები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არა მხოლოდ ამ, არამედ ბევრ სხვა საკითხზე იქნება გადატვირთვა საქართველოსა და აშშ-ს შორის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები