ევროკავშირის ელჩს ჟურნალისტებმა აქციაზე დაშავებული სამართალდამცავების შესახებ კითხეს. ჰერჩინსკი აცხადებს, რომ პოლიცია მუშაობს ოფიციალური სტრუქტურების ბრძანებით და გმობს ნებისმიერ ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ.
განცხადებები ელჩმა სახალხო დამცველთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა
"სამწუხაროა, რომ პოლიცია, უშიშროების სამსახური და კრიმინალების დაჯგუფებები, ვინც ძალადობდა თბილისში 2 ღამის წინ, ჯერაც არ არის დაკავებული. შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება არის საბაზისო პრინციპები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. მთავრობას, რა თქმა უნდა, ეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პოლიცია, უშიშროების სამსახური იმართება პირდაპირ ოფიციალური სტრუქტურების მიერ, იუსტიციის სამინისტროს მიერ. ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ", - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.