26 აგვისტო 2026,   15:56
ვრცლად
"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", განმუხტოს დაძაბულობა" - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება

"მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", განმუხტოს დაძაბულობა!" - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები მწუხარებას გამოთქვამენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე 2028 წლამდე არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი".

"ეს ფაქტი უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ", - აცხადებენ მინისტრები.

საგარეო საქმეთა მინისტრები წერენ, რომ "მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა" და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების დევნას გმობენ. მინისტრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე დააყენებენ.

დღის ამბები