კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირისა და NATO-ს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს. - შესაბამის ინდექსს მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა" ავრცელებს და ის ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.
კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 86% დაიმსახურა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 11 წლიან პერიოდში, საქართველომ შეძლო შეფასება 9 პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგია.
2012 წელს კანონის წინაშე უთანასწორობით და პირად თავისუფლების შეზღუდულობით საქართველო ევროპის ყველაზე სახიფათო ქვეყნების ოთხეულში იყო რუსეთთან, ბელორუსთან და უკრაინასთან ერთად. 2023 წლის შედეგებით, საქართველო რეიტინგში უსწრებს NATO-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ლიდერობს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.