05 სექტემბერი 2026,   03:16
ვრცლად
"აქ კითხვების მთელი კასკადია, რა კავშირი აქვს ამ თვითმკვლელობას ან შესაძლო თვითმკვლელობას სტატია-ინტერვიუსთან, რომელიც გამოქვეყნდა "ასავალ-დასავალში" - ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში კითხვებს ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს. გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უკვე უპასუხეს თაზო დათუნაშვილმა და ხატია დეკანოიძემ.

პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილიც.

როგორც მან სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

"მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ გამოკითხვის მონაწილე, იმიტომ, რომ რეალურად საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე, არც სხვები, რომლებიც ახლა იკითხებიან ან გუშინ დაიკითხნენ, არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას იმ საკითხის ირგვლივ არ ფლობდნენ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე. თვითმკვლელობის დეტალებზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს და პირიქით, აქ კითხვების მთელი კასკადია, რა კავშირი აქვს ამ თვითმკვლელობას ან შესაძლო თვითმკვლელობას სტატია-ინტერვიუსთან, რომელიც გამოქვეყნდა "ასავალ-დასავალში", - აცხადებს ირმა ინაშვილი.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი, გიორგი გიგაური და თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

 

დღის ამბები