05 სექტემბერი 2026,   00:58
ვრცლად
სამი მცირეწლოვანის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი მედდის ხმაურიანი სასამართლო პროცესი ვერდიქტის გარეშე დასრულდა 

ლინდსი კლენსის საქმე განაჩენის გარეშე დასრულდა - მოსამართლემ სასამართლო პროცესი ჩაშლილად გამოაცხადა.

ბრალდების მხარეს შეუძლია საქმე ხელახლა აღძრას და სასამართლო პროცესი ახალი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობით განაახლოს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორები მსგავსი მძიმე დანაშაულების შემთხვევაში თითქმის ყოველთვის ითხოვენ საქმის ხელახალ განხილვას, საოლქო პროკურორები სასამართლოს შენობის გარეთ აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ მზად არ არიან.

პროკურორებს ასევე შეუძლიათ ლინდსი კლენსისთან საპროცესო შეთანხმება გააფორმონ. ალტერნატივის სახით, პროკურორებს შეუძლიათ ბრალდებები სრულად მოხსნან, თუმცა როგორც მედია აღნიშნავს, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ სურვილი გამოთქვეს, დაენიშნათ მომდევნო სასამართლო პროცესი თარიღი, რომელიც 29 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

თუ ახალი სასამართლო პროცესი დაიგეგმება, კლანსი დარჩება იმავე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ამჟამად იმყოფება; თუმცა, ადვოკატებს შეუძლიათ მოითხოვონ გირაოს საკითხის გადახედვა  აღნიშნა ნიუ-იორკის სამართლის სკოლის პროფესორმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართლის ექსპერტმა​ ჰეზერ კუკოლომ.

ლინდსი კლენსის, ყოფილი მედდის სკანდალურმა საქმემ საზოგადოების ყურადღება 2023 წლის დასაწყისში მიიპყრო. მას ბრალად ედება საკუთარი სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა.

შემთხვევა მოხდა ქალაქ დაქსბერიში, რა დროსაც მან, სავარაუდოდ, მძიმე მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის ფონზე, სიცოცხლეს გამოასალმა 5 წლის კორა, 3 წლის დაუსონი და 8 თვის კალანი, თავად კი ფანჯრიდან გადახტა და თვითმკვლელობა სცადა, რის შედეგადაც წელს ქვემოთ პარალიზებულია.
 

წყარო: CNN

დღის ამბები