04 სექტემბერი 2026,   23:57
ვრცლად
მის განცხადებას ამ რადიკალებთან ერთად ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი გუნდი - აკაკი ალადაშვილი ღარიბაშვილზე

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე უკვე გამოიკითხა 8 პირი. ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უმრავლესობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე შეთქმულების თეორიები შექმნა, რასაც ოპოზიციამაც კოორდინირებულად დაუჭირა მხარი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ორი მიზანი ჰქონდა და მათ შორის არის ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების დაზიანების მცდელობა.

"საუბრობენ ფაქტების გარეშე, საუბრობენ მხოლოდ მათი აღქმების შესაბამისად და ტყუილებს. ორი მიზანი ჰქონდა, ვიტყოდი მე ამას. ერთი - ირაკლი ღარიბაშვილს მცდელობა ჰქონდა, რომ თავი დაეცვა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი წარდგებოდა და შესაბამისად, მეორე მიზანი უკვე მის განცხადებას ამ რადიკალებთან ერთად ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი გუნდი", - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები