რუსთავის მერიამ რეფორმების ფარგლებში შექმნილი მუნიციპალური სერვისების ცენტრის მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.
მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სისტემით, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, რუსთავში 80 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
ცენტრის ოფისში, რუსთაველები, ყველა მუნიციპალურ სერვისს, ერთ სივრცეში იღებენ. ერთიან სისტემაშია ინტეგრირებული მერიის ცხელი ხაზის, ელექტრონული ფოსტისა და კანცელარიის გზით შესული ინფორმაცია. მოქალაქეებს უნივერსალური და მითერ კონსულტანტები ემსახურებიან, იქვე ხდება მოქალაქეთა ჩაწერა სხვადასხვა თემატურ შეხვედრაზე დასასწრებად.
"მუნიციპალური სერვისების რეფორმა, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს. რეფორმის შედეგად, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის პარალელურად, თანამედროვე სისტემაზეა გადასული თითქმის ყველა მუნიციპალური სამსახური. რეფორმა გატარებულია მუნიციპალური ტრანსპორტის, დასუფთავების, გამწვანების, არქიტექტურის, სოციალური მომსახურების, მუნიციპალური ინსპექციის, კულტურის, სპორტის, განათლების ხელშეწყობის თუ ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით", - განმარტავენ რუსთავის მერიაში.