გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა საკრებულოში "გოგონათა ბანაკის" პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა. პროექტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. პროგრამა ძალადობის საკითხების გარდა, მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.
ორგანიზაცია "მერსი ქორფსმა" და გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა და გოგონათა გაძლიერების საკითხებზე, არაერთი აქტივობა განახორციელეს.