შპს "თბილსერვის ჯგუფი" სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
მათი ცნობით, მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო.