თბილისის მერიამ გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. მე-8 მიკრო-რაიონში 10 000 კვადრატულ მეტრზე მიწა მოჭრეს, აქ მოეწყობა გარე განათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო და სპორტული მოედნები.
განთავსდება საპარკე ავეჯი, დარგავენ მცენარეებს და ხეებს. პირველი ეტაპი დეკემბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონია.