09 ივნისი 2026,   22:07
ვრცლად
გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება

მამის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის რევაზ გამხიტაშვილმა მამას, დანით, სასიკვდილო ჭრილობა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიაყენა. 50 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილი გლდანია.

ფაქტს მსხვერპლის 12 წლის შვილი შეესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, 112-ში სწორედ გოგონამ დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი რევაზ გამხიტაშვილი სახლში დახვდათ. მკვლელობის იარაღი - სამზარეულოს დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად უკვე ამოიღეს.

დღის ამბები