"კურიერმა" გორში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის კომენტარი ჩაწერა. დაკავებული ამბობს, რომ ის 5 შეკვრა უცხო ნივთიერება, რომელიც სამართალდამცველებმა ამოუღეს, მარილი იყო და მისი დაკავება უსაფუძვლოა.
გორში სამართალდამცველები რამდენიმე ლოკაციაზე ამ წუთებშიც არიან მობილიზებულნი. არსებული ინფორმაციით, საგანგებო საპოლიციო ღონისძიება ნარკოტიკებს უკავშირდება.
დაუდასტურებელი ცნობით, დაკავებულია 2 ადამიანი, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ ერთის დაკავებას ადასტურებენ. ერთ-ერთი მათგანის აყვანის ამსახველი კადრების გადაღება "კურიერის" კამერამ შეძლო. ეჭვმიტანილის სახლში ჩატარდა ჩხრეკაც.
ავტორი: ანა ბუავა