უკრაინაში, ომის 437-ე დღეს ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქზე. აფეთქების ხმა ისმოდა დნიპროშიც. ოკუპანტებმა დაბომბეს ავდიივკაც, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მძიმე არტილერიითა და გრადებით 11-ჯერ დაიბომბა ხერსონი. გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა 10 დრონი ჩამოაგდეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, დილით აფეთქების ხმა ოკუპირებულ ყირიმშიც ისმოდა.