10 სექტემბერი 2026,   10:09
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო - საქმე უცხოურ შემოწირულობებს ეხება

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გადაწყვეტილება ტელეკომპანია Channel 4-ის გამოძიებას მოჰყვა. საქმე უცხოურ შემოწირულობებს ეხება.

სამართალდამცველი უწყების განცხადებით, გამოვლინდა სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც საფუძვლიან შესწავლებს საჭიროებს. რეპორტაჟში, სავარაუდოდ, ასახულია, თუ როგორ მსჯელობდნენ პარტიის მაღალჩინოსნები უცხოური წყაროებიდან სახსრების მიღებაზე.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური მიზნებით უცხოური შემოწირულობების მიღება აკრძალულია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საბოლოოდ არ გადარიცხულა. ოპოზიციური პარტია ყველა ბრალდებას უარყოფს და განზრახ მის წინააღმდეგ წინასწარ მომზადებულ მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს.

დღის ამბები