გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია-ს" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.