10 სექტემბერი 2026,   04:21
ვრცლად
სად შეიზღუდება ელექტროენერგია 10 სექტემბერს - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გივი ამილახვარის, ეკატერინე ბაღდავაძის, თვალჭრელიძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები