10 სექტემბერი 2026,   01:12
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ელისეს სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ირაკლი კობახიძე, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემები კი იქნება მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

დღის ამბები