10 სექტემბერი 2026,   13:39
ვრცლად
"ორმხრივი შეხვედრები გავმართე სხვადასხვა ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრებთან, განვიხილეთ თითოეულ მათგანთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები" - გივი მიქანაძე ბრატისლავაში ვიზიტზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებს აჯამებს.

გივი მიქანაძე სხვადასხვა ქვეყნიდან კოლეგებს PISA 2025-ის შედეგების რეგიონული პრეზენტაციის ფარგლებში შეხვდა, სადაც ყურადღება გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობაზე გამახვილდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შედეგი უჩვენა და მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

"ორმხრივი შეხვედრები გავმართე სხვადასხვა ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრებთან. განვიხილეთ თითოეულ მათგანთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომელიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის მომცემი შეიძლება იყოს და შევთანხმდით გაცვლით ვიზიტებზე, სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას და კონკრეტულად იმ მიმართულებების გამოვლენას, რაც მნიშვნელოვანი არის ურთიერთობების გაღრმავებისა და კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობისთვის", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

 

დღის ამბები