2026 წლის 9 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან, - ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაეროს რეზიდენტ- კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა რეზიდენტ- კოორდინატორის ოფისის საქმიანობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების განხორციელების ხელშეწყობის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს გაეროს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის “UN80 ინიციატივა“.
საუბარი შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.