სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი "კოკაინი" ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამალავიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.