საუდის არაბეთმა შეაჩერა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მუშაობა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში მის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მილსადენი პრევენციისთვის, ხუთშაბათს დილით მომხდარი თავდასხმების შემდეგ დაიხურა. სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტების შედეგად დაშავდნენ ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
წყაროს ცნობით, საგანგებო და ტექნიკურმა ჯგუფებმა თავდასხმების შემდეგ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და მიიღეს ზომები მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაფასებლად. რეაგირება განხორციელდა შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით და დამტკიცებული უსაფრთხოების პროცედურებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების დაცვით.