საქართველოს პრემიერ-მინისტრს ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად უმასპინძლა. ოფიციალური მიღება კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.
დღეს კი, ფორუმზე დელეტაგებს - 100-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელს, ემანუელ მაკრონი სიტყვით მიმართავს, დაგეგმილია ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაც.
არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამო, ქვეყანა ევროპისთვის რეგიონში საკვანძო პარტნიორად მიიჩნევა, რაც სამიტზე მიწვევის მთავარ მიზეზად სახელდება.
პოლიტიკოსებთან ერთად, ფორუმში მეცნიერები, სამხედროები და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მთავარი განსახილველი თემები კოსმოსური მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოება და თავდაცვაა.