რუსეთ-უკრაინას შორის ინტენსიური ბრძოლების პარალელურად, მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რუს კოლეგასთან ამ მიმართულებით "შესანიშნავი" საუბარი ჰქონდა და პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა სურს.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, რუსეთ-უკრაინის დიალოგში მთავარ წარმომადგენლად, შესაძლოა, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი დანიშნოს სტრივ უიტკოფთან ერთად, ხოლო ჯარედ კუშნერი ღაზის საკითხზე გადაერთოს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპს ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში აგვისტოს ბოლოს იმყოფებოდა.