23 ივნისი 2021,   00:25
ვრცლად
ქვეყანაში, სადაც პლანეტის მოსახლეობის მეექვსედი ცხოვრობს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა - ინდოეთი კატასტროფის ზღვარზე

ქვეყანა, სადაც პლანეტის მოსახლეობის მეექვესდი ცხოვრობს, კატასტროფის წინაშეა. კორონავირუსის ცუნამმა ინდოეთში ოფიციალურად უკვე 235 ათასი ადამიანი შეიწირა, თუმცა რეალურად მსხვერპლის რაოდენობა ბევრად მეტია. ინდოეთის ქუჩები გარდაცვლილების კრემაციის ადგილად გადაიქცა.

კლინიკებში კვლავ არ არის თავისუფალი ადგილები, არ ჰყოფნით მედიკამენტები და ჟანგბადი.

ინდოეთში ვირუსის უკონტროლო გავრცელება საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის, ხელისუფლება კი  საყოველთაო ლოქდაუნს კვლავ არ აცხადებს.

ინდური მუტაცია - "ბი 1.617.2" ბრიტანეთში უკვე მიაკუთვნეს  "შემაშფოთებელ კატეგორიას," რომელიც უფრო გადამდებია და შესაბამისად, მეტად საშიში. ინფიცირებულთა რაოდენობა 22 მილიონს გასცდა.

დღის ამბები