გასროლა გაფრთხილების გარეშე - დაჭრილი მამა-შვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაუფრთხილებლად ისროლა, დაკავებულებს ფიზიკურადაც გაუსწორდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცებს ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ, რა დროსაც მათი დაკავება სამართალდაცველებმა სცადეს.
დაჭრილები ახლა საავადმყოფოში იმყოფებიან, ექიმების შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რამდენიმე წუთის წინ ისინი ადვოკატმა მოინახულა.