19 აპრილი 2021,   08:02
ვრცლად
გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ბრალდებული მედიკოსების აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო სავარაუდოდ დღეს განიხილავს

გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ბრალდებული მედიკოსების აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო სავარაუდოდ დღეს განიხილავს. ახალციხის კლინიკა "იმედის" ორ ექიმსა და ერთ ექთანს პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. მათ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც მართლმსაჯულებას ხელი შეეშალა.

გამოძიების მტკიცებით, სინამდვილეში იმუნიზაციის შემდეგ მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებიათ, ასევე ოთახში არ იმყოფებოდა ის ექიმიც, რომელიც მანამდე მოწმეებმა დაასახელეს.

მედიკოსებისთვის ბრალის წარდგენას ეჭვის თვალით უყურებს მეგი ბაქრაძის ოჯახი. ადვოკატები ამბობენ, რომ მთავარი კითხვა - ვინ არის დამნაშავე მეგის სიკვდილში - კვლავ პასუხგაუცემელია.

დღის ამბები