19 აპრილი 2021,   07:18
ვრცლად
რა გახდა კომაროვის სკოლასთან ნაპოვნი ქალის გარდაცვალების მიზეზი - ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

გვიან ღამით ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელიც გუშინ საღამოს, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ქალის უეცარი სიკვდილის მიზეზი.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკისაა. მისი ცხედარი საკუთარ ავტომანქანასთან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქალი მანქანაში ცუდად გახდა და ავტომობილიდან გადმოსვლისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები