01 მარტი 2021,   02:28
ვრცლად
როგორი იქნება ახალი ნარკოპოლიტიკა - 8 ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ოდენობისა და სასჯელის განსაზღვრა იცვლება

პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. საუბარია მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობების განსაზღვრაზე.

საკანონმდებლო ინიციატივა 8 საშუალებას შეეხო, მათ შორის არის - "მეტამფეტამინი," "მეტადონი" და "ჰეროინი." იცვლება მათი ოდენობის გამოთვლის წესებიც. კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურას, ისე ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულია ეპიზოდური მომხმარებლის ერთ დოზის ოდენობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მთავარი პრობლემა ნარკოტიკული საშუალებების დაუდგენელი დოზებია. "სწორი მიმართულების არასაკმარისი ნაბიჯები" - ასე აფასებენ მესამე სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს და ხელისუფლებას კომპლექსური ცვლილებებისკენ მოუწოდებენ.

დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, მცირე და დიდი ოდენობა ერთმანეთთანაა გაიგივებული. პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს ნარკოტიკების პირადი მოხმარებისა და ფლობისთვის იხდიან, საქმეების გადახედვის შესაძლებლობაც ექნებათ.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, კანონის ძალას კი პროექტი საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცების შემდეგ შეიძენს.

დღის ამბები