20 იანვარი 2021,   02:13
ვრცლად
პროგრესის ცენტრმა და მოძრაობამ "ხალხისთვის" თსუ-ს რექტორის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კენჭისყრა გააპროტესტა

თსუ-ს რექტორის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კენჭისყრა პროგრესის ცენტრმა და მოძრაობამ "ხალხისთვის"გააპროტესტეს.

შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - გადაიდოს არჩევნები, შეიქმნას ეროვნული კომისია და გიორგი შარვაშიძემ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

"გვაქვს 3 ძირითადი მოთხოვნა. პირველი მოთხოვნა არის, რომ გიორგი შარვაშიძემ, რომელიც არის აკადემიურ კორუფციაში ეჭვმიტანილი, მოხსნას თავისი კანდიდატურა.

მეორე მოთხოვნა არის, გადაიდოს რექტორის არჩევნები და მესამე ჩვენი მოთხოვნა - შეიქმნას ეროვნული კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისაგან, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლობისგან და ეს კომისია გამოავლენს აკადემიური კორუფციის საკითხებს," - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი მაკა ტოხიშვილი.

დღის ამბები