05 აგვისტო 2020,   17:39
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

"კოვიდ-19"-ით ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 986-მდე გაიზარდა. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და კოვიდ ინფექცია ამ დროისთვის 857-მა პაციენტმა დაამარცხა. 

ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა.

საქართველოში COVID-19-ით 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის რჩება 5001, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 219 მოქალაქე.

დღის ამბები