27 ოქტომბერი 2026,   20:19
ვრცლად
ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მორიგი აქციის ჩავარდნის უკან ქართველი ხალხის ადეკვატურ აღქმებს ხედავს. პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმა, დღეს, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებათა მრავალწლიანი ჯაჭვი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს. თქვეს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებსა და სიწმინდეებს მუდმივად უგულვებელყოფენ, საქართველოში ელექტორალურ მხარდაჭერას ვერასდროს მიიღებენ.

იმაზე, რომ მხარდაჭერა დაბალი იყო, აქციის მიმდინარეობის დროს თავად ოპოზიციონერმა ლიდერებმაც ისაუბრეს. 25 ოქტომბრის დემონსტრაციის ორგანიზატორებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს და მხარდამჭერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

გვარამიასგან განსხავებით, დღეს, ოპოზიციის ნაწილმა მცირერიცხოვანი აქციის დამაჯერებელ პროტესტად მონათვლა სცადა, ნაწილი კი რამდენიმე ასეული კაცისგან შემდგარ მსვლელობას საერთოდ გაემიჯნა.

ქართველი ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. კანონმდებლების აზრით, მუდმივად დესტრუქციისა და ქაოსის შექმნით დაკავებული პარტიების სამართლებრვი დასრულება, ჯანსაღ ძალებს ოპოზიციური ნიშის დაკავების შანსს მისცემს, რაც დემოკრატიისთვის აუცილებელია.

5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი გასულ კვირას დაიწყო. ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

დღის ამბები