27 ოქტომბერი 2026,   22:54
ვრცლად
უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნის პროცესი კვლავ დაბლოკა

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უნგრეთმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერებთან დაკავშირებული სკრინინგის შედეგების დამტკიცებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრეთს ამ დრომდე მხარი არ დაუჭერია უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერზე მუშაობის შემდგომი ეტაპისთვის გადასვლას.

"უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა" - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნა პირველად 20 ოქტომბერს დაბლოკა.

დღის ამბები