სასიამოვნო სიახლე "რუსთავი 2-ის" ერთგული მაყურებლისთვის - არხზე ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მეგა შოუ "ნიჭიერი" დაიწყება. პროექტის მე-12 სეზონს მონაწილეები როგორც საქართველოდან ასევე იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჰყავს.
რაც შეეხება ჟიურის, რომელიც მე-12 სეზონზე განსაკუთრებული იქნება, მის შემადგენლობაში კი ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი და ინფლუენსერი ჟესიკა კაინია, რომელიც სან-პაოლოდან სპეციალურად "ნიჭიერისთვის" ჩამოვიდა. ბრაზილიელ მსახიობი ფსევდონიმით ჯიქეი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ციფრული კონტენტის შემქმნელია, რომელსაც Instagram-ზე 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მას, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული Netflix-ის პოპულარულ ბრაზილიურ ფილმებსა და სერიალებში.
"ნიჭიერის" მე-12 სეზონისთვის უკვე ყველაფერი მზად არის.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი