30 ოქტომბერი 2026,   21:37
ვრცლად
​"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, პროცესი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაიწყო" - მელანია ტრამპი

"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა" - აცხადებს აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი.

ასევე, როგორც მელანია ტრამპი აღნიშნავს, ჰუმანიტარული ზავი, რომლის მიღწევაშიც მან რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულა, უკვე ძალაშია და მისი მოქმედების არეალი ხერსონის ოლქსაც მოიცავს.

"უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოსკოვის დროით დილის 4:00 საათზე ამოქმედდა... ეს პროცესი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაიწყო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და ხელი შესწყობოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების არეალი, ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკის გარდა, უფრო ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რათა ჰუმანიტარული კოლონებისთვის უსაფრთხო გადაადგილება ყოფილიყო უზრუნველყოფილი," - განაცხადა მელანია ტრამპმა.

დღის ამბები