31 ოქტომბერი 2026,   01:51
ვრცლად
არჩილ გორდულაძე: დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, "სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ 2012 წლამდე ნაცრეჟიმის მიერ სისტემური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლთა ჩვენებებს კომიკური უწოდა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია".

"დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს. რაც, მათ შორის, დადასტურდა იმით, რომ სასამართლოში მიმდინარე საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაკითხულ იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც 2012 წლამდე ნაც. რეჟიმის მიერ სისტემური და სისტემატური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლნი იყვნენ, კომიკური უწოდა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

დღის ამბები